Lingvist-ი Bolt-ის მძღოლებისთვის: ენის კურსი, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა

პოლონურად უკვე საუბრობთ? ტესტი გაიარეთ და სერტიფიკატი მიიღეთ.

 

ნაბიჯი 1

თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, Lingvist-ი ჩამოტვირთეთ.*

*გთხოვთ, ამ გვერდზე მას შემდეგ დაბრუნდეთ, რაც თქვენს მობილურ მოწყობილობაზე Lingvist-ს გადმოტვირთავთ და გადადით ნაბიჯ 2-ზე, რათა ტესტი ჩააბაროთ, ან პოლონური ენა ისწავლოთ და ენის სერტიფიკატი მიიღოთ.

ნაბიჯი 2

ტესტი ჩააბარეთ, ან სწავლა დაიწყეთ.

რატომ Lingvist-ი? ის როგორ მუშაობს?

პოლონური ენის რაც შეიძლება სწრაფად შესწავლაში დასახმარებლად, Bolt-მა Lingvist-თან პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყლიბა.

Lingvist-ი ენების შესასწავლად, ხელოვნურ ინტელექტს და ინტერვალური გამეორების ალგორითმებს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია თითოეულ მომხმარებელს მიესადაგება. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ კურსი, რომელიც მგზავრობის დროს, მგზავრებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ ლექსიკაზეა ფოკუსირებული.

სწავლა ფლეშ ბარათების მეთოდით მიმდინარეობს, რომელიც სწავლების იმპლიციტურ მეთოდზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ თქვენ საჭირო ლექსიკასა და ფრაზებს თანდათან სწავლობთ, რადგან მუდმივად გხვდებათ ახალი ლექსიკა, წინადადებების სწორი სტრუქტურა და გამოთქმა. ამ მეთოდში ასევე შერწყმულია ლექსიკა, მოსმენა, გამოთქმა, წერა და გრამატიკა. მიზანი ისაა, რომ საჭირო ლექსიკა და ფრაზები, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გასწავლოთ.

რატომ Lingvist-ი? ის როგორ მუშაობს? რატომ Lingvist-ი? ის როგორ მუშაობს?

შემდეგი რა არის?

აპლიკაციის ჩამოტვირთვის და სისტემაში შესვლის შემდეგ, თქვენ ტესტირების ჩაბარების შესაძლებლობა მოგეცემათ.

ტესტი თქვენს პოლონური ლექსიკის ცოდნას აფასებს, რომელიც მგზავრებთან კომფორტული ურთიერთობისთვის არის საჭირო.

სერტიფიკატი თქვენი ელ. ფოსტის მისამართზე გამოიგზავნება.

P.S. ინფორმაცია სერტიფიკატის შესახებ (ან მისი მიღების შეუძლებლობა) Bolt-ს გაუზიარდება. თუ ტესტს ვერ ჩააბარებთ, უარყოფითი შედეგები არ იქნება. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების, ასევე მათთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ.

შემდეგი რა არის? შემდეგი რა არის?

Lingvist-ის ტესტი რა არის?

ტესტი Lingvist-ის აპლიკაციაში ტარდება, სადაც თქვენ ნახავთ ბარათებს, რომლებითაც პოლონური ფრაზების და მგზავრობის სერვისებთან დაკავშირებული ლექსიკის შესახებ, თქვენი საბაზისო ცოდნა შეფასდება.

ჩვეულებრივ, ტესტი დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და მისი ჩაბარება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ. ის სრულიად უფასოა.

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ტესტის დაწყების შემდეგ, ის უნდა დაასრულოთ, რადგან ტესტის შეწყვეტა, ავტომატურ მის ჩავარდნას გამოიწვევს.

Lingvist-ის ტესტი რა არის? Lingvist-ის ტესტი რა არის?

ხშირად დასმული
კითხვები

Bolt-ს ენობრივი მოთხოვნები რატომ შემოაქვს?

ევროპაში არსებული ენობრივი პრობლემების საპასუხოდ, Bolt-მა, ენების შემსწავლელ პლატფორმა Lingvist-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა ენობრივი პროგრამა, რომელიც მძღოლებისთვის აუცილებელ საბაზისო ლექსიკაზეა ორიენტირებული. ჩვენ ეს ძალისხმევა ერთობლივად წამოვიწყეთ და გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ გამარტივებულ ენობრივ პროგრამაში, რათა ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ.

Bolt-ი მხოლოდ Lingvist-ის მიერ გაცემულ ენის სერტიფიკატებს რატომ იღებს?

ენობრივი მოთხოვნების, სწავლის მეთოდებისა და ტესტირების სტანდარტების ერთგვაროვნების, ასევე ყველა მძღოლის მიმართ სამართლიანობისა და თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, Bolt-ი მხოლოდ Lingvist-ის მიერ გაცემულ ენობრივ სერტიფიკატებს აღიარებს.

ენის კურსი რამდენ ხანს გაგრძელდება და რა სიხშირით უნდა ვიმეცადინო?

მსმენელთა უმეტესობამ კურსი რამდენიმე თვეში უნდა დაასრულოს. თქვენ შეგიძლიათ, თქვენს ტემპში ისწავლოთ, თუმცა Lingvist-ის რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალური ეფექტურობისთვის, კვირაში 4-ჯერ, დღეში მინიმუმ 50 ბარათი შეასრულოთ.

კურსი რა ღირს და მასში რა შედის?

თქვენ ამ კურსზე წვდომას 12 თვით მიიღებთ. გარდა ამისა, თქვენ ასევე ყველა სხვა ენის კურსზე წვდომა გექნებათ და შეგიძლიათ, პოლონური ენის ზოგადი კურსის სწავლის გაგრძელება არჩიოთ.

მძღოლს ენის გამოცდის ხელახლა ჩაბარება რამდენჯერ შეუძლია? დამატებითი გამოცდის ჩაბარება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული?

ტესტის ჩაბარება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ - მის შესავსებად მინიმუმ 20 წუთი გამოყავით. ტესტი სრულიად უფასოა.

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ტესტის დაწყების შემდეგ, ის უნდა დაასრულოთ, რადგან ტესტის შეწყვეტა, ავტომატურ მის ჩავარდნას გამოიწვევს.

რა იქნება, თუ იმ ენებს შორის, რომლებზეც კურსის გავლა შეიძლება, ჩემი მშობლიური ენა არ შედის?

თუ საწყისი ენების სიაში თქვენი მშობლიური ენა შეტანილი არ არის, ის ენა აირჩიეთ, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ.